|
2019-12-20 18:21:41, 2526 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: გაფრინდაშვილი ოკუპაციის მსხვერპლია - დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირ სამართლის ნორმებსა და მორალში არ ჯდება
„უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. არ მგონია, ექიმი ამ ხნის განმავლობაში დარჩეს საპატიმროში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მდინარაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას არალეგიტიმური უწოდა. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ამ განაჩენით, საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელმაც სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა. „ვაჟა გაფრინდაშვილი არის ოკუპაციის მსხვერპლი და არის ადამიანი, რომელიც ისჯება, ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით, იმ სიტყვებისთვის, იმ ჩვენებისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის არალეგიტიმურ სასამართლოს თუ გამოძიებას მისცა, რომ მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთია და საზღვარი ქვეყნის შიგნით ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია დასკვნები. საოკუპაციო რეჟიმი თავისას ცდილობს, რომ ასეთი სიტყვებისთვის დასაჯოს ადამიანი, რომელმაც დაიჭირა სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)