|
2019-12-20 16:20:04, 2316 ნახვა
კომენტარი
გომელაური: ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს არ არის, რაღაც რიგითი შემთხვევა
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში კომენტარი გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორთან. "მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა. ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა. ვფიქრობ, ეს უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება პირდაპირ ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების და ძალიან ცუდია. მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე, ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს და ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება, არც ერთ ადამიანი - ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)