|
2019-12-20 16:06:08, 1980 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი გამსახურდიას დაჭრაზე: რა შუაშია აქ პოლიტიკა?! ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ
„რა შუაშია აქ პოლიტიკა?! ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ“,- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც მინისტრმა განაცხადა, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. „ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008 თუ 2009 წელს უსამართლოდ და რამდენიმე ხანი, წლებით იჯდა ციხეში . ყველა კრიმინალი ვინც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული ყველა იქნება დასჯილი, მაგრამ ცოტნე გამსახურდია, თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში, აი ამაზე ისაუბრეთ თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია აქ პოლიტიკა, ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ. პოლიტიკური ნიშნით დევნა არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის, თქვენ წარმოადგენთ პარტიას“, - მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი გულ-მკერდის არეში. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გამსახურდია საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)