|
2019-12-19 15:28:19, 1849 ნახვა
კომენტარი
ცაციაშვილი ლუკა სირაძის საქმეზე: ბრიფინგზე დავადასტურე, რომ 3-4 წუთი ბავშვი ნამდვილად ჰყავდათ გაყვანილი
„მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არ მოხდეს მის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საზოგადოების მხრიდან ინტერპრეტირება და აღნიშნული საკითხების მტკიცებით ფორმაში გაჟღერება. „ ჯერ კიდევ ბრიფინგისას, ძალიან მკვეთრად განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მზაობა სამინისტროს ჰქონდა აბსოლუტურად ღია. ჩვენი მოთხოვნილი მასალა, მათ შორის ჩანაწერები. ბრიფინგისას ჩვენი მხრიდან მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რაც იმ მასშტაბზე გვქონდა, თუმცა დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა. იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება სხვა სურათის გამოკვეთა. მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ, ძალიან დეტალურად ნახოთ ჩემი ბრიფინგი. იქ იყო ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, თუმცა იქვე იყო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიჰყავდა ინსპექტორის სამსახურს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ. ვთანამშრომლობთ ინსპექტორთან და ყველა საჭირო მასალა უკვე მივაწოდეთ მათ. მე დავადასტურე ბრიფინგში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, რომ 3-4 წუთი მოადგილეს ნამდვილად ჰყავდა გაყვანილი ბავშვი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ყველა უწყებებს დაგვავალა გარკვეული მიმართულებებით მუშაობა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმ გამოწვევებზე რეალური პასუხი და მათი დაჩქარებულად გადაჭრა. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველასია. მათ შორის იმ უწყებების ვინც ამ პროცესშია ჩართული და პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ეფექტიანი მართლმსაჯულების პროცესის სრული აღსრულება მოხდეს“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)