|
2019-12-18 14:58:52, 1643 ნახვა
კომენტარი
კილაძე მოზარდის გარდაცვალებაზე: სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, კითხვის ნიშნები სკოლასთანაც იკვეთება
„სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც იკვეთება“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებისა და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრეს. „ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ქალბატონ ლონდასთან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციაც შეეძლო მოეწოდებინა ის ინფორმაცია მან მოგვაწოდა. გამოიკვეთა, რომ საგამოძიებო ღონისძიებები კიდევ მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ განსაკუთებული სიფრთხილით მოვეკიდოთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი დეტალი მოგაწოდოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ვთქვათ ასევე ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო აქტივისტებსაც, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ თითოეულ ჩვენს სიტყვას“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)