|
2019-12-17 16:06:43, 2178 ნახვა
კომენტარი
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს
„ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხატია დეკანოიძეს და ელენე ხოშტარიას, რომლებიც საკრებულოში ერეკლე კუხიანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. როგორც დავითულიანი ამბობს, საკრებულო ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ეს სპექტაკლი დასრულდება. „რატომ არ მობრძანდით? აქედან გინდათ ხომ ულტიმატუმის წამოყენება? რატომ არ მოხვედით? წამობრძანდით ოთახში. ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს. სანამ თქვენ არ გაგყრით ეს არ მოხდება. თქვენ არავის მოგახსნევინებთ, ჩვენ მოვხსნით. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობა მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ეს სპექტაკლი დასრულდება“, - ამბობს ბექა დავითულიანი. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, რამდენიმე დღის წინ, თავისივე სოციალური ქსელის საშუალებით ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ პროვოკატორები უწოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)