|
2019-12-14 16:36:59, 2323 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ერეკლე კუხიანიძეზე: პოსტი არ მინახავს - გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს
„პოსტი არ მინახავს - ზოგადად გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, მისი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის გინება მიუღებელია და ყველას მოუწოდა, მსგავსი გამოხატვის ფორმებისგან თავი შეიკავონ. „გინებას რაც შეეხება, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ამკვიდრებს საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა მისი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელი და ზოგადად რაც შეეხება გინებას, ყველას მოვუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავოს. ვნახავ მის პოსტს და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, თბილსის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)