|
2019-12-13 15:44:54, 1700 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი მდინარაძის განცხადებაზე: უსამართლო სისტემით ჩატარებული არჩევნები კრიზისს გამოიწვევს
„რაც იყო პირადად ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა სააჩევნო სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს დარღვევების გარეშე. „ეს არის ყველაზე არასწორი ფორმა და მიდგომა, როგორც შეიძლებოდა მთლიანად ეს პროცესი გაგრძელებულიყო. კრიზისებს იწვევს ერთადერთი რამ, თუკი უსამართლო საარჩევნო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით და ხარვეზებით ჩატარდება არჩევნები. ეს ორი რამ გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისს. ამიტომ, საჭიროა სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს სწორად, გამართულად და დარღვევების გარეშე. ამის ნაცვლად იმის თქმა, რაც უკვე წერია კონსტიტუციაში და რაც არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ერთად გაკეთებული 2017 წელს, ჩვენი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პირობებში და რაც იყო პირადად ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)