01:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 18:57:57, 2117 ნახვა

კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე საპარლამენტო უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს.

 „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, მათ შორის საქართველოს პარლამენტს, იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა ამ მომენტში. მინდა მივულოცო ჩემს ახალ განწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ისე როგორც ამას დღემდე ვაკეთებდი. მადლობა იმათ, ვინც გვაკრიტიკებდა, რადგან ჩემთვის ეს ერთგვარი სტიმული არის და გვაიძულებს, რომ უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ამიტომ მე მათი მადლიერიც ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესებს, თუმცა, ბუნებრივია, ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია. სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. ადრეც მითქვამს, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ: მერაბ გაბინაშვილი; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics