|
2019-12-12 15:42:45, 1889 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებაში მოსასვლელად ადამიანებს წამლავენ
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? შემოდიან წამლავენ ადამიანებს ისევ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის თაობაზე. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერების პარლამენტში შეტანის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 2 პარლამენტის დეპუტატია. „ორი ქალბატონი დეპუტატი გახდა ცუდად, ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი. ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ერთი ქალბატონი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენებს აქ მკურნალობენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? შემოდიან წამლავენ ადამიანებს ისევ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ადამიანური და პოლიტიკოსის საქციელია? დასავლურ პოლიტიკოსობაზე რომ დებენ თავს, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან“, - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)