|
2019-12-09 17:38:07, 1877 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე - იმედი მაქვს, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი
თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის მაქსიმალური კეთდება. „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარებაა. მეც მქონდა კომუნიკაცია პრაღიდან ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, მას შემდეგ რაც რუსი კოლეგის მხრიდან მოვისმინე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებდნენ. მე მას ვთხოვე, რომ რაც ჩემთან ისაუბრა, ის ქართველი ჟურნალისტებისთვის ეთქვა და მან ეს კომენტარი გააკეთა. გავიდა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღეზე მეტი და სამწუხაროდ, ბატონი ვაჟა ჯერ არ არის განთავისუფლებული. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური კეთდება. თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს, თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ სწრაფად და უახლოეს დროში მოგვარდეს“, - ზურაბ აბაშიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)