|
2019-12-06 14:36:25, 2679 ნახვა
კომენტარი
„არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს“ - მდინარაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე
„დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში აღმოჩნდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მოსკოვში ვიზიტს. როგორც მან აღნიშნა, არის გამორიცხული ეს ვიზიტი „რუსული გეგმებს“ უკავშირდებოდეს. „მაშინ როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს ამ ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდევაც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის [კახა კალაძე], რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს წასულიო. რას ნიშნავს საზოგადოება შეაფასებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)