|
2019-12-05 18:44:21, 2915 ნახვა
კომენტარი
გვარამია: აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს!
„აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს, ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა“, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებას. გვარამია არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო, სადაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, ბრალი წარუდგინონ. „აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს, ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ და რადგან იმის განმარტება არ სჭირდებათ თუ უზურპატორი ვინ არის, იმიტომ რომ უკვე დაბარებიდან გამომდინარე გასაგებია, სწორად გამოიცნეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, დიახ ნამდვილად ის არის უზურპატორი. დამხობაში რა ვიგულისხმე მგონი ისიც მიწერია პოსტში, მაგრამ რაკი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ჭირს, ეს PISA-ს კვლევებმაც აჩვენა ახლახანს. როგორც ჩანს, საქართველოში ეს დიდად მარტივი საკითხი არ არის. მივალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას, უზურპატორს და მის დამქაშებს, რომლებიც მოხსენიებული მყავს იქ ხუნვეიბინებად და მანქურთებად. პოსტი გამოძიების დაწყების საგანი პრაქტიკულად გახდა უკვე, სავარაუდოდ ბრალის წაყენების საგანიც გახდება. პოსტი როგორ შეიძლება გამოძიების დაწყების საგანი იყოს ამ შინაარსის მით უმეტეს. სიტყვა დაემხოს, როგორც ამ მუხლის დისპოზიციის შემადგენელი სიტყვა, როგორც ჩანს ამ სიტყვამ მოჭრა ყური საგამოძიებო უწყებას. შევახსენებ ყველას, რომ სიტყვა დაემხოს არ არის ლექსიკონიდან ამოღებული და იგი არც მოკვლას უდრის, არც სისხლისღვრას და არც რაიმე ბრუტალურს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)