|
2019-12-02 21:11:44, 2317 ნახვა
კომენტარი
მაქარაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიიდან ავტობუსებით გაყვანა შესთავაზა, თუმცა უარი თქვეს
სამოქალაქო მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორიიდან ავტობუსებით გაყვანა შესთავაზა. როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, ისინი შემოთავაზებას არ დათანხმდნენ და დაშლას არ აპირებენ იქამდე, სანამ ეს მათი სურვილი არ იქნება. „ეს არის ტრადიციული სცენარი, გახარიას ხელწერა, რომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდათ რომ გაგვიყვანონ ყვითელი ავტობუსებით, თუმცა ცირკის ცხოველებივით არ ჩავჯდებით ყვითელ ავტობუსებში. ეს არის ჩვენი უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ვიყო, ვიდგე იქ სადაც მინდა, რამდენი ხანიც მინდა, როცა არ ვარღვევ არც ერთ კანონს. ახლა პოლიცია უბრალოდ ვალდებულია დაიცვას ჩემი უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რასაც 2 საათის განმავლობაში პოლიცია არ აკეთებდა. მათ მისცეს რამდენჯერმე სხვადასხვა ფლანგიდან შემოტევის საშუალება. არც ერთი მოძალადე არ დაუჭერიათ. 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები, გოგონები და ბიჭები. რამდენიმეს თვალში მოხვდა შუშხუნები, რომლებსაც ისროდნენ. ადამიანები რომლებიც ძალადობენ და აქ დგანან, პოლიცია მათ არ იჭერს. ეს არის პირდაპირი მესიჯი ივანიშვილისგან, რომ მან პოლიციას მისცა მწვანე შუქი, რომ დაგვარბიონ ვიღაცებმა, ვისაც ფულს უხდიან და პოლიციამ რეაგირება არ მოახდინოს. არ ვაპირებთ არსად წასვლას, სანამ არ მოგვინდება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები - „ქვეყნის სამსახურში“ და „შეცვალე“ საპროტესტო აქციის მართავენ. ისინი მცხეთაში მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)