|
2019-12-02 11:54:01, 2032 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე მელიაზე: აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, რომ პატიმრობა არ შეეფარდა
აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, რომ პატიმრობა არ შეეფარდა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არის სასამართლოს სახის შენარჩუნების მცდელობა იმისათვის, რომ მათ მიერ ფუჭად დახარჯული დრო არ გამართლდეს. „ღრმა სამართლებრივი ანალიზის არც საშუალება და არც ემოციები არ მაქვს, რადგან აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, რომ პატიმრობა არ შეეფარდა. სასამართლოს განჩინება იმის მტკიცებულება არის, რომ არავითარ დანაშაულებრივ სქემაში, არავითარ წინასწარ შეთქმულებაში და დანაშაულებრივ გაკოტრების მცდელობაში ნიკა მელიას ადგილი არ ჰქონია. თვითონ სასჯელობითი ნაწილი, რომელიც არის ჯარიმა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არის სახის შენარჩუნების მცდელობა იმისათვის, რომ გამართლდეს სასამართლოს მიერ ფუჭად დახარჯული დრო. თუ სასამართლოს გადადგმული ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო იმით, რომ სახელმწიფოში როგორც იქნა შეწყდეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სასამართლოს საშუალებით დევნა, იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა უნდა მივესალმოთ და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა სასამართლოს განჩინებას, რომელსაც კიდევ ერთი ნაბიჯი სჭირდება. ყველა პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვიდეს ციხიდან. მთელი საზოგადოება კომპრომისს ითხოვს და თუ ეს პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებითაა გადადგმული, ძალიან მიხარია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)