|
2019-12-02 11:31:32, 1894 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: ნიკა მელიას შეუჩერდება თუ არა დეპუტატის მანდატი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის დასაბუთების გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარე იმსჯელებს გასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება. „ჩვენ ველოდებოდით მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ზურაბ ადეიშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ის დამნაშავედ ცნო თანამდებობრივ დანაშაულში. ხოლო მეორე მუხლთან დაკავშირებით, როდესაც გავეცნობით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე თვლის, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი იყო ყველა წარდგენილი ბრალდების ნაწილში. ნიკა მელიას ბრალად ედებოდა, რომ ის დაეხმარა ორგანიზებულ ჯგუფს, ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“ გაკოტრების განხორციელების სქემაში. მისი ბრალეულობა გამოიხატა იმაში, რომ მან აუქციონების ხელოვნური მართვის გზით მოახდინა „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დატვირთული ქონებების სახელმწიფოზე გადაცემა. პროკურატურას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეები. როგორც სასამართლომ განმარტა, მოცემული საქმე იყო ძალიან დიდი, დაკითხული იყო ასეულობით მოწმე, გამოკვლეული იქნა ასამდე ტომი. პირველ ეტაპზე, პროცესში მონაწილეობდა 30-ზე მეტი ბრალდებული. შესაბამისად, ამ პროცესებმა განაპირობეს სასამართლო პროცესის დღევანდელ დღემდე გადადება“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)