|
2019-12-02 11:02:39, 1850 ნახვა
კომენტარი
მელია: „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილი დეპუტატების ამოცანაა პარლამენტიდან გამომაგდონ
„ „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილი დეპუტატების ამოცანა რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე. „დღევანდელი გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს თავისი გუნდის წევრებს თუ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა იქნება თუ არა ამ ვადის ამოწურვამდე. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ღილაკს ხელი ისევ. ახლა მათი ამოცანა რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე, კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ იმ ღილაკს ხელი, რომელზეც არ უნდათ, მაგრამ, უღირთ. აბსურდული საქმე იყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)