|
2019-11-28 14:20:36, 1349 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. მინისტრმა ყურადღება ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებსა და აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო - ხელშეკრულებაზე გაამახვილა, რომელსაც ხელი პენტაგონში მოეწერა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს: „პირველი შეფასება, რაც პენტაგონის უმაღლეს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა სწორედ ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და პენტაგონის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)