|
2019-11-28 13:06:02, 1577 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იქით კი, უპასუხისმგებლო ოპოზიცია
„აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იქით კი, უპასუხისმგებლო ოპოზიცია. ეს არის დღევანდელი სურათი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიზისში და ცდილობს იპოვოს ამ კრიზისიდან გამოსასვლელი გზები, თუმცა „ქუჩის მიტოვება უჭირთ“. „აქ ხელისუფლებას დასათმობი არაფერი არ აქვს. ის აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც უნდა აგრძელებდეს. დასათმობი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დესტრუქციით არიან დაკავებულნი. დესტრუქციით, რომელიც კანონთან aრის პირდაპირ წინააღმდეგობაში. პარლამენტის შენობის ბლოკირება არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად მათი დათმობა იქნებოდა დათმობა კანონის წინაშე. მათ უნდა დაიცვან კანონი, თუმცა აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. ხედავთ, რომ არის კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი ცდილობენ რამენაირად ნახონ გამოსავლის გზები საკუთარი კრიზისიდან, თუმცა ისიც უჭირთ, რომ ქუჩა მიატოვონ, თორე სიამოვნებით მიატოვებდნენ ქუჩასაც, რომ ეს კრიზისი დაძლიონ. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არის უზრუნველოფილი დღეს პარლამენტის სათანადო მუშაობა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლებადა იქით დგას უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი სურათი“,- განაცხადა კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)