13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 14:17:28, 481 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ვაცნობთ

ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩავაყენოთ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესი გაგრძელდება.

კალაძის თქმით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს დადებითი შეფასება მისცა.

„ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნები, ევროპული ქვეყნების დიპლომატები ჩავაყენოთ საქმის კურსში, მივაწოდოთ არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც არის საოკუპაციო ხაზთან. ამასთან დაკავშირებით ევროკაშირის გზავნილები ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, როდესაც ბატონი ტუსკი იმყოფებოდა საქართველოში და მან ძალიან დადებითი შეფასება მისცა მთავრობის რეაქციასა და გონივრულობას ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics