|
2019-11-27 13:24:40, 2534 ნახვა
კომენტარი
მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოსახლეობამ ისინი პარლამენტში სასაუბროდ აირჩია და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ
“საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა, ისინი აირჩია პარლამენტში სასაუბროდ, თუნდაც საკამათოდ მწვავე საკითხებზე და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილი ოპოზიციას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საარჩევნო სისტემის ცვლილებას ქუჩის აქციებით ითხოვს, მოუწოდებს, საქმიანობა ისე გააგრძელონ, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს შეეფერება. "დიალოგი უნდა ვაწარმოოთ იმის შესაბამისად, როგორც ეს ეკადრება თანამედროვე სახელმწიფოს. სახელმწიფოს ეკადრება ისე, რომ ეს იყოს შენობაში, პარლამენტში, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც ისინი აირჩია, აირჩია პარლამენტში სალაპარაკოდ, თუნდაც საკამათოდ მწვავე საკითხებზე და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ. თუ სურთ, რომ აქციები ქუჩებში იყოს, მაშინ საერთოდ რატომ იბრძვიან, რომ რომელიმე სისტემით მოხვდნენ პარლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, დღეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. კერძოდ, აქტივისტები დეპუტატს მედიაცენტრ „მთავარში“ მაშინ მიუვარდნენ, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ახალგაზრდებმა მას შენობა ხმამაღალი შეძახილებით და სასტვენებით დაატოვებინეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)