|
2019-11-26 11:45:53, 1325 ნახვა
კომენტარი
საპატრულო პოლიციის უფროსი: ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია თავისუფლად შევიდეს პარლამენტში
„ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია შევიდეს პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიცია კვლავ მობილიზებულია. „პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი და გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ და შემდგომში მოახდინეს პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება. პოლიცია ადგილზეა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იქნეს დაცული და საკანონმდებლო ორგანომ განაგრძოს ფუნქციონირება მშვიდ ვითარებაში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)