20:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 14:38:02, 10439 ნახვა

მსოფლიო
სირიაში რუსი სამხედროების სისატიკის ამსახველი ვიდეო გავრცელდა - ვიდეო

სირიელის სიკვდილით დასჯაში სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი მეომრები მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა უკვე დადგენილია. ცნობა გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა.

რუსულმა გამოცემამ აღნიშნულ ფაქტზე არამარტო ტექსტური ვერსია, არამედ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა. ვიდეოში სირიის მოქალაქის სიკვდილით დასჯის მომენტებია ასახული და ფორმიან მეომრებს შორის რუსულად ლაპარაკიც ისმის. მსხვერპლს ჯერ სცემენ, შემდეგ თავს და კიდურებს აჭრიან. ბოლოს მის სხეულს ფეხებით ჩამოკიდებენ და წვავენ. მთელ ვიდეოს ფონად გასდევს მწამებელთა სიცილი და გამამხნევებელი შეძახილები.

"ნოვაია გაზეტაში" მასალა გაშიფრეს და დაადგინეს, რომ კადრებში არიან რუსეთის მთავრობის მიერ დაქირავებული კერძო სადაზვერვო ჯგუფის "ვაგნერის" წევრები. მათი ვერსიით, 4 მკვლელს შორის ერთ-ერთის სახელია სტანისლავ დ. გამოცემა გვარს ბოლომდე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ამჟღავნებს. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, სტანისლავ დ. მანამდე ქ. სტავროპოლის პოლიციაში მსახურობდა.

არაბული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოკლული სირიელის სახელია მოჰამედ თახა ისმაილ ალ-აბდულა. ის სირიის არმიაში იბრძოდა, მაგრამ გაქცევა გადაწყვიტა და დეზერტირობა არჩია. მკვლელობა სავარაუდოდ, 2017 წელს, ჰომსის პროვინციაში მოხდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics