|
2019-11-22 12:43:38, 3323 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: რასაც დილიდან ვუყურებ, მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია
„დღეს დილიდან რასაც ვუყურებ მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ რეგიონებში მიმდინარე სიმბოლური აქციების სერიას სახელწოდებით, „დაგაბოქლომებთ“. მისი თქმით, ის რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აპროტესტებენ არ არის მთელი საქართველოს აზრი და სინამდვილეში ხალხი სხვანაირად ფიქრობს. „დღეს დილიდან რასაც ვუყურებ მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია. ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ და მაშინდელი მეთოდოლოგიით სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდგომ გაგრძელება არ აქვს, რადგან ჩვენ საქართველოში ვნახეთ ზოგი ოფისიდან გაყარეს, ზოგგან ღობეებს მიახტნენ და ჩამოკიდეს ბოქლომები. საოცრებაა, ასეთი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც დაემართათ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს. მსგავსი რამ ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ თავად მათ. პირადად ჩემს ოფისთან მოხდა დაპირისპირება თუმცა, ხალხი, რომელიც მოძრაობს ქუჩაში დაუპირისპირდა ამ „გაცვეთილ კმარელებს“ და თავისი სათქმელი უთხრეს. მათ გონიათ, რომ თავინთი შეკრებილი 5 000 აქტივისტის აზრი არის მთელი საქართველოს აზრი, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოში სხვანაირად ფიქრობენ, საქართველოში სხვანაირად ახსოვთ და სხვანაირად ტკივათ ის, რაც გუშინ გამოცადეს. ხალხის მწამებლები აპროტესტებს პროპორციულზე გადასვლას“, - განაცხადა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)