|
2019-11-19 17:40:09, 1489 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, რაც აქვთ, ეს უბრალოდ სავარძლის პროცენტებია
„რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია და ტრადიციულად, როდესაც სოციოლოგიური კვლევა ტარდება, რაღაცა პროცენტი ყოველთვის გეწერება, იმიტომ, რომ ეს არის სავარძლის პროცენტი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ხალხში ხელისუფლების რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა, ამიტომ ისინი მართვის სადავეებს რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდნენ. "ხალხში იგრძნობა ის, რომ დრამატულად ეცემა და მცირდება ხელისუფლების რეიტინგი. მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი კი არ შექმნა ხელისუფლებამ, არამედ ეკონომიკური, სოციალური კრიზისიც. ბუნებრივია, რომ რეიტინგი არ აქვთ. რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია და ტრადიციულად როდესაც სოციოლოგიური კვლევა ტარდება, რაღაცა პროცენი ყოველთვის გეწერება, იმიტომ, რომ ეს არის სავარძლის პროცენტი. ისინი დამარცხებულები არიან, ჩვენი ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)