|
2019-11-19 12:59:56, 1490 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: არ მჭირდება არავის კვლევები, კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება
„არ მჭირდება არავის კვლევები, მე საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან კარგად ვიცი პარტია "ქართული ოცნებისა" და პირადად ჩემს მიმართ“,- ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, IRI-ს კვლევები სანდო არ არის, რადგან ის რეალურ შედეგთან ყოველთვის აცდენილი იყო. "მე პირადად ამ კვლევას არ ვენდობი, იმიტომ, რომ ჩვენს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველა 2012 წლამდეც და მოყოლებულიც ყველა კვლევა რეალურ შედეგთან ყოველთვის იყო ეს აცდენილი. არ მჭირდება არავის კვლევები, მე საზოგადოების დამომკიდებულება ძალიან კარგად ვიცი პარტია "ქართული ოცნებისა" და პირადად ჩემს მიმართ. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში. ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს. რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. აი ეს არის ჩვენთვის ყვეაზე მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან საზოგადოების კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე 57%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდიდად პირველ ადგილზეა კახა კალაძე 49%-ით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)