|
2019-11-18 20:57:17, 1704 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - დღეს, ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად
დღეს, ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. „მინდა ხაზი გავუსვა იმ დეზინფორმაციას, რაზეც ბოლო წუთებში უკვე კომენტარი ვერ მოვასწარით. ჩვენ თურმე ვინც აქ ვსხედვართ, ჩვენ რომ ბიურო ჩავატაროთ, ამისთვის ტარდება, ხუშტურია რა და ამისთვის ტარდება სპეცოპერაცია. საუბარია, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს მდგომარეობა და შეცვალოს ის არსებობა, რომელიც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას, ვისაც ფორმა აცვია, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან, სახელმწიფოს, ჩვენს შვილებს. თითქოს ეს საკითხები არ არსებობს და ბიუროს დღის წესრიგი მხოლოდ იმაშია, რომ როგორმე ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე გავაძლიეროთ. დღეს ამასთან დაკავშირებით ამდენი მედია, რომელიც პრინციპულად იქცა პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად „ნაციონალური მოძრაობის“, თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავისი პოლიტიკური პროფილით, რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს. ამაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)