|
2019-11-18 19:40:13, 1386 ნახვა
კომენტარი
სუბარი - ადამიანურ ჩარჩოებს ცდება გრიგოლ ვაშაძის ქმედება, რომელიც სპეცრაზმელებს ხელებს უტყაპუნებდა
„ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები სამართალდამცველებზე, განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ მწარე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. „იმ დროს, როდესაც პოლიცია მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, სპეცრაზმი მოქმედება კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე და განსაკუთრებით გამოვყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მათი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როცა თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს უტყაპუნებდა მათ. ეს ცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და ბუნებრივია, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშვადა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღევანდელ აქციაზე 18 პირი დააკავა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)