|
2019-11-17 16:48:10, 1938 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი პარლამენტის პიკეტირებაზე - სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა გაჩერდეს
პარლამენტის პიკეტირება კანონს და სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების შესახებ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა გაჩერდეს. „უნდა ვიაროთ სამსახურში, უამრავი თემაა. საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ და ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ამის მოთხოვნა მარტო ჩვენი არ არის, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ სამუშაო ბევრია, ბიუჯეტი გვაქვს დასამტკიცებელი. პიკეტირება, არის გამოხატულება ამ ადამიანების პოლიტიკის შინაარსის, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნები კონსტიტუციას და რეგლამენტს ეწინააღმდეგება. „მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს მოთხოვნა დააყენა, საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური თუ სხვა არა, საკმაო ცოდნა აქვთ იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ, ის შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნების სისტემა ჯერჯერობით ყველასთვის გასაგებია, ვინც იქ დგას იმათ გარდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)