|
2019-11-16 15:10:28, 2198 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: უნდა ავიღო პაუზა და დავფიქრდე
„მე უნდა ავიღო პაუზა და დავფიქრდე. რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის, გუნდისა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად დროს სჭირდება. „ერთ რამეს გეტყვით, გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით. ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი ვარ იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მივეცით ჩვენ ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც ჩვენ გავეცით. უნდა ავიღო პაუზა და დავფიქრდე. არც ერთ შემთხვევაში, მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით, ასევე იმ თანაგუნდელების, რომლებიც ერთგულნი არიან ამ ღირებულებების. მე უნდა ავიღო პაუზა და უნდა დავფიქრდე. რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - განაცხადა ზოიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)