|
2019-11-15 16:50:05, 2080 ნახვა
კომენტარი
უგულავა - ნინო წილოსანი კახა კალაძემ „აკაჩავა“ და აიძულა, პროპორციული არჩევნებისთვის მხარი არ დაეჭირა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე ზეწოლა მოახდინა. უგულავას თქმით, კალაძე წილოსანს დაემუქრა და აიძულა, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა. „პირადად ბატონი კახი კალაძე იყო ამ ღალატში ჩართული. პირადად კახი კალაძე, ზუსტად ვიცი ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვენებს გადაიჭრის ნინო წილოსანი და იტყვის, რომ მსგავსი რამე არ ყოფილა და თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს ასე არ იყო. ის "აკაჩავა" კალაძემ და ბოლოში, მამით და ძმით დაემუქრა. მათზე საქმეა აღძრული და ამიტომაც. ეს ქალბატონი წინააღმდეგობას უწევდა, იძახდა, რომ თავი არ გამოგვეყოფა ასეთი რამის მერე, იმიტომ, რომ სამი თვეა ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ სიკეთხებზე და მის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის სიუციდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ზეწოლამ გაჭრა, ასე რომ არავითარი თავისუფლება ეს არ იყო, ეს იყო ფლიდობა, ამიტომაც ჰქონდათ შოკირებული სახე ჩუგოშვილსა და დანარჩენებს, რადგან იმ მომენტში დაინახეს, რომ ივანიშვილმა ისინი უბრალოდ გადააგდო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)