|
2019-11-15 15:37:54, 1711 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს
„ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების გამო ოპოზიციური პარტიების პროტესტს. მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შეცვლა ამავე საარჩევნო სისტემით შეძლო. „არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შეგახსენებთ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არა თუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს როდესაც ვსმჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)