|
2019-11-14 23:15:03, 1658 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ
„კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ“, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას და აღნიშნული გამო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ სანამ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება, არ დაიშლებიან. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)