|
2019-11-14 18:04:08, 1792 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი
„დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ბოლომდე დავიცავთ ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!“, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. იგი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა. „მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე. დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას! მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია. ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად! ლელო დგას ხალხთან ერთად!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)