|
2019-11-06 18:55:45, 2818 ნახვა
კომენტარი
მიტროპოლიტი ზოსიმე - რამდენადაც მითხრეს, იმ სტუდენტს, რომელმაც ბრალი დამდო, სინანულიც კი დაუფლებია
„მე რამდენადაც მითხრეს, სინანულიც კი დაუფლებია“, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა ზოსიმემ სასულიერო სემინარიის ყოფილ სტუდენტზე, კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მას 1988 წელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები სრული აბსურდია, რომელსაც ვერავინ დაამოწმებს. „ეს ყველაფერი აბსურდია და არ შეიძლება. შეგნებულად მაშინვე მივხვდი რომ ესენი მარტონი არ იყვნენ და მათ უკან რაღაც ძალები იდგნენ, რომლებიც მათ მართავდნენ. რატომ მაინც და მაინც დღეს? 31 წლის შემდეგ ზოგი ადამიანი აღარც მახსოვს. არც მინდა იმის გახსენება. წარმოიდგინეთ სტუდენტები რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში. ისეთი დაძაბულობები შეიქმნა ვფიქრობდი, როგორ ჩამეცხრო ეს დაძაბულობა. ეს ისეთი სიცრუეა ვერავის მოიძიებენ ვინც ბრალს დაამოწმებს. მე რამდენადაც მითხრეს კალაძეს სინანულიც კი დაუფლებია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)