|
2019-11-06 12:40:57, 2308 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი „მარშის“ მუქარაზე: არ უნდა მოხდეს რაიმე ისეთის დემონსტრირება, რაც ხალხს აღაშფოთებს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ მოხდეს ისეთი საკითხების დემონსტრირება, რაც საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს“, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ფილმის „And Then We Danced“ პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფაქტზე სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება. "ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს ცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო", - ამბობს ოხანაშვილი. შეგახსენებთ, „And Then We Danced“ ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერაც კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმს „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძისა და მათი თანამოაზრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმის პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)