|
2019-11-01 18:42:19, 3492 ნახვა
კომენტარი
„ეს არის 2020 წლის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები" - მეუფე პეტრე პრემიერის განცხადებას ეხმაურება
„მე მესმის მათი პოლიტიკური განწყობისა, რადგან 2020 წლის არჩევნებია ჩასატარებელი, მაგრამ ვფიქრობ ამ მეთოდებით ვერ ჩატარდება ღირსეული არჩევნები“, - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გიორგი გახარიას განცხადებას. მეუფე პეტრეს თქმით, შერჩევითი სამართალი და უწმინდურობა ვერ იქნება სახელმწიფოებრივობის სიმბოლო. „მოვლენების შეფასება უფრო ღირსეული უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირისა, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და მსგავსი შეფასება, რომ ყველაფერი თითქოს გარე ძალებისგან არის ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს ვინ არიან ეს გარე ძალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს როგორც მინიმუმ არის ფარისევლობა და, რა თქმა უნდა, მე მესმის მათი პოლიტიკური განწყობისა, რადგან 2020 წლის არჩევნები არის ჩასატარებელი, მაგრამ ამ მეთოდებით ვფიქრობ, რომ ვერ გაიზრდება ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ერში თუ ბერში არსებული პრობლემების მიმართ. უსამართლობა, შერჩევითი სამართალი და უწმინდურობა ვერანაირად ვერ იქნება სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრივობისა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)