|
2019-10-25 14:12:18, 1418 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი კოფის ინიციატივაზე: ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა - ოფიციალური შემოთავაზება არ გვქონია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამერიკელი მკვლევარის ლუკ კოფის ინიციატივა არაოფიციალური პირისგან მომდინარეობს და მასზე საუბარი ოფიციალურ წრეებში არ ყოფილა. „ლუკ კოფი ექსპერტია, მისი ინიციატივა კი არაოფიციალური პირის განცხადებაა. ამ საკითხზე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, შესაბამისად, მის მოსაზრებაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება უხერხული იქნებოდა. ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს შეუძლიათ საკუთარი აზრები გამოთქვან, მაგრამ არაოფიციალურ წინადადებაზე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოხმაურება არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)