|
2019-10-24 13:49:40, 1393 ნახვა
კომენტარი
თოდაძის ადვოკატი: პროკურატურა ჯიშკარიანს ხელს აფარებს
დაზარალებულ თამთა თოდაძის, ადვოკატის ბაია პატარაის განცხადებით, პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატისთვის მასალების გადაცემაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მას არ სურს გასაჯაროვდეს დაგვიანებული და არასწორად ჩატარებული მოქმედებები. ადვოკატის თქმით, ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი უწყებაში პრივილეგიებით სარგებლობს. „მან მეორე დღესვე მიმართა ომბუდსმენს თხოვნით, რომ მონიტორინგი ეწარმოებინა ამ საქმისთვის და ჩართულიყო ამ საქმეში. ომბუდსმენის ოფისმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და გააგზავნა შესაბამისი წერილები შესაბამის უწყებებში და მოითხოვა, რომ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა. თუმცა ორი დღის წინ პროკურატურისგან მიიღო უარი. ეს საქმე ჩვეულებრივი მსვლელობით არ მიმდინარეობს. გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს ბატონი ილია ჯიშკარიანი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ. ცნობისთვის, რომ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიაინის, საქმის მასალები პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს არ გადასცა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)