|
2019-10-24 11:58:27, 713 ნახვა
რეგიონი
ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩანტლისყურის, თივშის, შოროხშის, ბალღოჯიანისა და მთისძირის მოსახლეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა შორის შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფლის ამბულატორიების საჭიროებისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები გამოიკვეთა. „შევხვდით ყვარლის მოსახლეობას და მათგან მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა გამოიკვეთა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს საკითხები ოპერატიულად მოვაგვაროთ და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ესეთი შეხვედრები პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. სოფლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)