|
2019-10-22 14:04:04, 1901 ნახვა
კომენტარი
ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ ისაუბრა. ლიუ ჰუის განცხადებით, ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს. მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე. „შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და ქართულ ღვინოზე, რასაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და ქართულ ღვინოს", - განაცხადა ლიუ ჰუიმ.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)