|
2019-10-21 14:04:05, 2316 ნახვა
კომენტარი
გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“: ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ
"ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი "მუქარის წერილის" პროკურატურაში წარდგენის ფაქტს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს გამოძიებისთვის ხაზარაძის მიერ წერილის დედანის გადაცემა და არის თუ არა გახარია მზად, საჭიროების შემთხვევაში უწყებაში გამოცხადდეს. "არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-თქო. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ "მუქარის წერილს" ჩაუტარდა ექსპერტიზა და მისი შედეგების თანახმად 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. ამასთან, დაცვის მხარე პროკურატურას შესაბამის დოკუმენტაციას და წერილის ორიგინალს დღეს გადასცემს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)