|
2019-10-19 16:33:17, 3682 ნახვა
კომენტარი
გომელაური ატოცში შექმნილ ვითარებაზე: ესკალაციის საფრთხე არ არსებობს - ტერიტორია კონტროლის ქვეშაა
„ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, ტერიტორია კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ატოცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ისევ გრძელდება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია როგორც ევროკავშირის მისია, ასევე ყველა შესაბამისი უწყება. რაც შეეხება ტერიტორიაზე მოქალაქეების არ შეშვებას, გომელაურმა განმარტა, რომ ეს მათივე უსაფრთხოებისთვის ხდება. „ერთი თვის წინ დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და რკინის ცხაურები, ე.წ „სეტკა“ მიიტანეს ე.წ ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არ შეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოს ჩვეი სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ, ზვერავდნენ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების ჯგუფები გადასვლას არ ცდილობდნენ. ვიცით, რომ მათ პირიქით დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს რამდენიმე ხნის წინ. დღევანდელ ქმედებებზე, ცხაურების გაკვრის შესახებ რკინის ბოძებზე, უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა ცხელი ხაზი საქმის კურსში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა უწყება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მათ ისევ გააგრძელეს ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)