|
2019-10-19 13:52:24, 3260 ნახვა
კომენტარი
„საქმე ეხებოდა სხვადასხვა თანხებს“ - გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა. როგორც გაბუნიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს. „ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არის პირველ რიგში მცდელობა იმის, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, რაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ. რომ გითხრათ, ჩემს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიძლება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. მეორე, რა თქმა უნდა, გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, ეს „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლაა. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკა გვარამიაც ფიგურირებდა დღეს. საქმე ეხებოდა სხვადასხვა თანხებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, კიდევ მოუწევს თუ არა მას გამოკითხვაზე მისვლა, ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ მას აღარ მოუწევს პროკურატურაში მისვლა, რადგან ეს ერთჯერადი გასაუბრება იყო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)