|
2019-10-19 12:30:37, 1194 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე, წარმატებული ფასეულობებისკენ
ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხში განათლების და პედაგოგის შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის. „ამასთან ერთად, ის გამოწვევები, რომელსაც გლობალური კონკურენცია უსახავს ჩვენს ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ნაწილში, თუნდაც ძალიან სპეციფიური ცოდნების ნაწილში, რა თქმა, უნდა, აქაც თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველაფერს ამას რომ გავცდეთ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ნაწილი ხართ თქვენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)