|
2019-10-18 17:56:46, 1472 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი თადუმაძის დიპლომზე - თუ დამატებითი საბუთი იქნება საჭირო, განათლების ხარისხის ცენტრს მივმართავთ
"ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს, რადგან ვინ სწავლობდა, რამდენი სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ის საკითხებია, რომელთა გაშარჟებაც არ შეიძლება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის შალვა თდუმაძის დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულია. "განათლების ხარისხის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბატონი თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პროგრამა სადაც ბატონი შალვა სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული იყო. შესაბამისად, ის ვინც აღნიშნული პროგრამა დაამთავრა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროგრამა ნასწავლი აქვს. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამის ნამდვილობა დასტურდება. თუ კიდევ არის დამატებითი საბუთი ამის დასამტკიცებლად, ჩვენ მივმართავთ განათლების ხარისხის ცენტრს და დამატებით ინფორმაციას მოვითხოვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების დასმა არარელევანტურად მიმაჩნია. ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს, რადგან ვინ სწავლობდა, რამდენი სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ის საკითხებია, რომელთა გაშარჟებაც არ შეიძლება. ვინაიდან, აქ უნდა დაისვას საკითხი ფუნქციონირებდა თუ არა ინსტიტუტი და ჰქონდა თუ არა მას აკრედიტაცია, რაც უკვე დადასტურდა. თუ რაიმე საკითხი ეჭვქვეშ დადგება, ჩვენ ამაზე გავაგზავნით შეკითხვას და პასუხსაც მივიღებთ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)