|
2019-10-18 11:26:47, 1660 ნახვა
კომენტარი
გენერალური პროკურორი: ნაწარმოები „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, არსებობს „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, - ასე მიმართა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს. სიტყვით გამოსვლის დროს, თადუმაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უწურვა და აღნიშნა, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ ამოუკიდებელ პროკურორებად ჩამოყალიბდნენ. "თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - ამიტომ, გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. ცნობისთვის, 9 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა - "ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა", რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)