|
2019-10-17 17:44:48, 2677 ნახვა
კომენტარი
გაერო-ს წარმომადგენელი - დევნილთა განსახლების კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ, ვის უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება
„გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ“, - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელმა, მარატ ატამურადოვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს, ვის სჭირდება სახელმწიფოს დახმარება უფრო მეტად. „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ის ადამიანები, ვისაც უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა მარატ ატამურადოვმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)