|
2019-10-17 16:29:18, 1791 ნახვა
კომენტარი
სალია: აქიმიძე-დვალის სარჩელი დაგვიანებულია
ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი დაგვიანებულია - ამის შესახებ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, სარჩელის წარდგენა 2014 წლამდე უნდა მომხდარიყო. "ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. ქიბარ ხალვაშის შეტანილ სარჩელსა და აქიმიძე-დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი ის დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა მინიმუმ 2014 წლამდე უნდა მოეხერხებინათ," - აცხადებს პაატა სალია. ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს დღეს მიმართეს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)