|
2019-10-17 16:27:39, 1694 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტის თავჯდომარისთვის და პრეზიდენტისთვის 4 წლით დაცვის დატოვება ზედმეტია
პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას ეხმაურება, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაცვის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ აქვს. მისი თქმით, როგორც პარლამენტის თავჯდომარისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, ოთხი წლის ვადით დაცვის დატოვება ზედმეტია. “მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახლმწიფო დაცვა. მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება აღარ აქვს, რის გამოც მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)